Winning entries could not be determined in this language pair.There was 1 entry submitted in this pair during the submission phase. Not enough entries were submitted for this pair to advance to the finals round, and it was therefore not possible to determine a winner.Competition in this pair is now closed. |
ჩვენ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ პატარა ბინაში ვცხოვრობთ, რომელიც არაერთი საშუალო კლასის ოჯახის თავშესაფარი გახლავთ. თუმცა, შინაური კატების ოჯახის წარმომადგენლებმა, რომლებიც ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსით სარგებლობენ, შეიძლება რაოდენობრივად ჰომო საპიენსის წარმომადგენლებს გადააჭარბონ. რადგან, ამ ოთხფეხებს ჩამალული ბრჭყალებით, რომელთაც შეუძლიათ ისეთი ბიძაშვილებით დაიკვეხნონ, როგორიცაა ლომები, ვეფხვები, ფოცხვერები და ოცელოტები, ჩვენს სიახლოვეში არავის ეშინიათ. კატების მზარდი პოპულაცია, რომლებსაც ცხრა სიცოცხლე აქვთ, ყველას აწუხებს საკუთარი ბრჭყალებით, თუმცა ბევრს კომიკურ შვებასაც აძლევს. ამ კატებს ჩვენს ქუჩაზე ტერიტორიის საკუთარი მკაცრი დემარკაცია აქვთ. პირველი, მეორე და მესამე სართულის მეთაგვეები, როგორც წესი ქვემოთ რჩებიან, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც კონტროლის ხაზის გასწვრივ მშივრები თავს ესხმიან სამზარეულოს. ტერასა ექსკლუზიურად განკუთვნილია პატარებისთვის და დროდადრო გამოიყენება ყოფილი არისტოკრატი სიამის წარმომადგენლების მიერ სხეულის ლოკვისა და მზის აბაზანების მისაღებად. ზოგიერთი ხვადი კატა მყუდრო კუთხეებს პოულობს მშვიდი ძილისთვის იქ, სადაც კატის მოსაბრუნებელი ადგილიც არ არის, მაგალითად დარაჯის ჯიხური, სადაც მათ შესაძლოა ღარიბი თანამემამულეები აღმოაჩინონ. ღმერთმა ამ კატებს ორი ხმოვანი საშუალება უბოძა, ერთი კრუტუნის, მეორე კი კნავილისთვის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, რამდენიმე კატა სოპრანო ჩვენს უბანში ყველა მაცხოვრებელს აფხიზლებს თავიანთი ღამის ორკესტრით. ზოგიერთი მაცხოვრებელი, რომელსაც სურს იყოს სუფთა, როგორც ჩექმებიანი კატა ღიზიანდება, როდესაც ეს რუხი კატები მათ ნივთებს ურევენ. მაცხოვრებლებს შორის ქორები მკაცრად ფიქრობენ, რომ კატები კუდამოძუებულნი უნდა განიდევნონ. თუმცა მტრედებს ვერ გადაუწყვეტიათ და ელიან, რა გზას ეწევიან კატები. მოკლედ, არ ვიცით, თუ ვის მოუწევს მთელი პასუხისმგებლობის აღება ამ ყველაფერზე! | Entry #32873 — Discuss 0 — Variant: Not specified
|